jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი
მომწოდებელი: ეისითი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

"ეისითის მენეჯმენტ კონსალტინგის" გუნდში ვეძებთ ახალ წევრს - ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტის პოზიციაზე, ვისთვისაც მნიშვნელოვანი და ღირებულია ადამიანებზე ზრუნვა და ორგანიზაციის ჰარმონიული განვითარება. ჩვენ ველით მას, ვინც თავის ცოდნასა და უნარებს ჩადებს ისეთი სისტემების შექმნაში, რომელიც ჩვენი კლიენტი ორგანიზაციების პროდუქტიულობასა და მისი თანამშრომლების ბედნიერების ხარისხს მნიშვნელოვნად აამაღლებს.

ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტის მთავარი როლია - ეისითის კლიენტი ორგანიზაციების მენეჯმენტისთვის ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციის განვითარების მიმართულებით კონსულტაციის გაწევა და მხარდაჭერა.

რისი გაკეთება მომიწევს?

** ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიებისა და პროცესების შეფასება, საჭიროების შემთხვევაში შექმნა/განახლების უზრუნველყოფა; ოპერაციული, ბიზნეს და ფუნქციონალური მიმართულებების ორგანიზაციული განვითარების საჭიროებების შეფასება;
** პროგრამების, პოლიტიკისა და სტრატეგიების შემუშავების, განვითარებისა და განხორციელებაში მხარდაჭერა, რომლებიც მორგებულია OD -ის საჭიროებებზე და პროგრამის მიზნებზე. OD პროცესის ძირითადი პროგრამული ელემენტების შემუშავება და შესრულება. დასახული მიზნების მიღწევის გაზომვა;
** ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება, სტრუქტურული ერთეულების, ორგანიზაციაში არსებული ყველა პოზიციის როლების და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
** კომპანიაში ყველა პოზიციის თანამშრომლების სამუშაო აღწერილობების გადახედვა, განხილვა და საჭიროების შემთხვევაში ახლის შექმნა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის HR პოლიტიკების, პროცედურების შემუშავება და მათ დანერგვაში მხარდაჭერა; სამუშაო ანალიზის ჩატარება ყველა პოზიციის თანამშრომლისთვის შესაბამისი ხელფასის დონის დასადგენად (გრეიდების სისტემა);
** კომპანიის ბონუს პროგრამების შემუშავება მენეჯმენტთან, ჰრ ხელმძღვანელთან ერთად; მატერიალური და არამატერიალური სამოტივაციო სქემების შემუშავება/დანერგვა;
** კომპანიების დირექტორებთან პარტნიორობით, აღმასრულებლების და ახალბედა ლიდერების ინდივიდუალური განვითარების პროგრამების დაგეგმვის შემუშავება და აღსრულებაში მხარდაჭერა;
** საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება ყველა დონის თანამშრომლისთვის, მათ შორის პოლიტიკის, პროცედურების, ამოცანების გადაჭრის, დავის გადაწყვეტის, სამართალწარმოების თავიდან აცილების ჩათვლით;

რა ცოდნა და გამოცდილება მჭირდება?

** ფსიქოლოგია, სოციოლოგია, იურიდიული ან ბიზნეს ადმინისტრირება (BA)
** ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპების და გამოწვევების ცოდნა
** შრომის კოდექსის ცოდნა
** ინგლისური ენა (B2)
** საოფისე პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა
** 5+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის/ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით;

რა უნარები დამეხმარება ჩემი სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?

** პროექტის ეფექტურად მართვის უნარი
** ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება
** სტრატეგიული/სისტემური ხედვის უნარი
** სწრაფი ადაპტაციის უნარი
** კარგი კომუნიკაციის უნარი

ბენეფიტები: ჰიბრიდული სამუშაო ფორმატი, ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი, #4
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
სახელფასო განაკვეთი: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

"ეისითი" საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 30-ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.act-global.com

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2025 წლის 10 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com. მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებ წარმატებას!

კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტურობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში.

გაცნობებთ, რომ შპს "ეისითი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სტანდარტების შესაბამისად დაცულად. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |