jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მომხმარებელზე ზრუნვის და B2C გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თამაშობანა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

კომპანია "თამაშობანა" ეძებს გუნდის ახალ წევრს მომხმარებელზე ზრუნვის და B2C გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!

კომპანიის შესახებ: თამაშობანა ცნობისმოყვარეობის და თამაშის ზეიმია!

გვჯერა, რომ თამაშს დიდი ძალა აქვს, არა მარტო პატარებისთვის, და თან, არა მარტო გასართობად. ამიტომ ყველაფერს, რასაც თამაშობანაში ვაკეთებთ, ვაკეთებთ თამაშის სიყვარულით და დიდი ცნობისმოყვარეობით. სათამაშოები, დაბადების დღეები, კაფე, ვორქშოპები, წიგნები და სულ მალე უფრო დიდი სივრცე და თავგადასავლები დახვდებათ თამაშობანას სტუმრებს ახალ ლოკაციაზე.

კომპანიის მისია: ლაღი ბავშვობის შექმნა თამაშ-თამაშით (დღევანდელი ბავშვებისთვის და ხვალინდელი დიდებისთვის).

ვის ვეძებთ: მზარეულს, რომელსაც უყვარს ბავშვები და სიყვარულით შექმნის მათთვის გემრიელ კერძებს თამაშობანას ახალ კაფეში.

მოვალეობები:

** კერძების მომზადება სტანდარტებისა და კალკულაციების მიხედვით;
** სამზარეულოს/სამუშაო სივრცის, წესრიგის და სანიტარული ნორმების დაცვა;
** ინგრედიენტების წინასწარ მომზადება;
** პროდუქტების ვარგისიანობის კონტროლი;
** თამაშობანას სტანდარტების და დადგენილი გრაფიკის თანახმად მუშაობა;
** შეგ მზარეულის მითითებების შესრულება;
** პროცესების სწრაფად და სწორად უზრუნველყოფის მიზნით გუნდურად მუშაობა.
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი. მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება

რას გთავაზობთ:

** მხიარული და ლაღი სამუშაო გარემო
** ბევრი გულანთებული ადამიანი გუნდში
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები
** ფიქსირებული ანაზღაურება შეთანხმებით
** დაზღვევა
** სამუშაო ადგილი - თამაშობანას ახალი სივრცე მზიურის პარკში
** სამუშაო საათები - სრული, კვირაში 40 საათი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tamashobana.ge და subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გადმოგზავნის ბოლო ვადა - 15.02.2025

აღნიშნულ განაცხადზე გამოხმაურებითა და მონაცემების გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ, დავამუშაოთ და შევინახოთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ განვახორციელოთ ყველა აუცილებელი პროცედურა, რაც თანამშრომლობის დასაწყებად იქნება საჭირო. პერსონალური მონაცემები არ იქნება გადაცემული მესამე მხარეს თქვენ მიერ მიცემული წინასწარი თანხმობის გარეშე და იქნება დაცული მხოლოდ მითითებული მიზნის შესაბამისად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |