jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეგიონალური მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: მაღაზიათა ქსელი გვირილა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი


მარკეტების ქსელი "გვირილა" ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

შპს "გვირილა რითეილის" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მონიტორინგის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა:

** ქსელის მაღაზიების ვიზიტი და არსებული სიტუაციის მონიტორინგი;
** პროდუქციის რაოდენობისა და ნაშთების კონტროლი;
** პროგრამული მუშაობის კონტროლი;
** პროდუქციის ვადებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** პრობლემების იდენტიფიცირება;
** დარღვევების რეესტრის წარმოება;
** გამოვლენილი პრობლემების ან დარღვევების შესახებ რეპორტების მომზადება, წარდგენა;

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ამავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Apex-პროგრამის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
** ადგილმდებარეობა: წნორი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@gvirila.com.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |