კომპანია "ზიონ ორანჟერია" არის ებრაულ-ქართული დეველოპერული კომპანია, რომელიც 2022 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ამჟამად კომპანიას 6 მიმდინარე პროექტი აქვს, ერთ-ერთი მიმდინარე პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე https://zion.ge/.
"ზიონ ორანჟერიის" გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ ინტერიერის დიზაინერს, რომელსაც აქვს განათლება არქიტექტურის/ინტერიერის დიზაინის მიმართულებით, მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ინტერიერის დიზაინში და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა, მათ შორის: AutoCAD, Revit, ArchiCad, 3DS MAX + Vray/Corona, Photoshop.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო დრო: ორშაბათი-ხუთშაბათი - 10:00-18:00, ხოლო პარასკევი - 10:00-16:00.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.
მოვალეობები:
** ინტერიერის დიზაინის პროექტებზე მუშაობა, რომელიც მოიცავს სრულ ინტერიერის დიზაინის კონცეფციის შექმნას, ტექნიკური ნახაზების დამუშავებას და მასალების შერჩევას;
** პროექტის განხორციელების პროცესის ზედამხედველობა და კონტროლი;
** მასალების, ფერების და ავეჯის შერჩევა პროექტისთვის;
** პარტნიორებთან და მომწოდებლებთან მუშაობა;
** შესასრულებელი საპროექტო დოკუმენტაციის კოორდინაცია და მენეჯმენტი;
** კლიენტების კონსულტაცია და მათი საჭიროებების შეფასება;
** ბინების დეტალური ტექნიკური ნახაზების შესრულება და დოკუმენტირება;
** ტექნიკური ნახაზების პროექტში შეუფერხებლად ინტეგრირებისათვის, არქიტექტორებთან და ინჟინრებთან სისტემატიური თანამშრომლობა;
** კომპანიის პროექტებზე და საერთაშორისო პარტნიორებთან/ბრენდებთან ერთობლივ განსახორციელებელ ინტერიერის/ექსტერიერის დიზაინის პროექტების განხორციელება.
მოთხოვნები:
** განათლება არქიტექტურის/ინტერიერის დიზაინის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება არქიტექტურულ პროექტებში ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: AutoCAD/Revit/ArchiCad/ 3DS MAX+Vray/Corona/Photoshop;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ხარ განვითარებაზე ორიენტირებული და გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნე შენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე hr@zion.ge და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: განმცხადებლის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.
გისურვებთ წარმატებას!