შპს "პსპ ფარმა" აცხადებს მერჩენდაიზერის ვაკანსიას შემდეგ ლოკაციებზე: აჭარა - გურია - სამეგრელო; შიდა ქართლი - სამცხე- ჯავახეთი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სააფთიაქო ქსელში თითოეული აფთიაქის მერჩბუკის შექმნაში მონაწილეობა - აფთიაქებში არსებული სადისპლეო და პრომო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, ფოტო რეპორტის შექმნა და საერთო ბაზაში შეყვანა;
** სააფთიაქო ქსელში თითოეული აფთიაქის სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობა - არსებული თაროების, სადისპლეო ადგილების და პრომო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, მონიტორინგი და სახელმძღვანელოში ინფორმაციის განახლება;
** სააფთიაქო ქსელში არსებული თაროების, სადისპლეო ადგილების, პრომო ადგილების, POS მასალების და სხვა შიდა და გარე სარეკლამო-საკომუნიკაციო სივრცეების მონიტორინგი;
** სარეკლამო და POS მასალების მასალის განთავსება და განთავსების მონიტორინგი. აფთიაქში სარეკლამო მასალების არქონის ან არასწორად განლაგების შემთხვევაში, მასალების მიწოდება, განთავსება ან/და განახლება;
** პლანოგრამების და პროდუქტის განლაგების გეგმების გათვალისწინებით მერჩენდაიზინგის სოფტით მუშაობა - მონიტორინგი, რეპორტინგი და განლაგების კორექცია.
** აფთიაქების მერჩაუდიტი და დარღვევებზე რეაგირება; ცვლილებების შემთხვევაში პროდუქციის გადალაგება;
** წინადადებების მომზადება სააფთიაქო ავეჯში დამატებითი თაროებისა და სადისპლეო ადგილების შეტანის შესახებ;
** ახალ აფთიაქებში ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის განთავსება თაროებზე;
** ახალი პროდუქციის დამატების შემთხვევაში, ადგილის მოძებნა და განთავსება;
** პორტფელში არსებულ აფთიაქებთან / აფთიაქის მენეჯერებთან ინფორმაციის მიმოცვლა მიმდინარე აქტივობების, განლაგებების, ცვლილებების და სხვა მერჩენდაიზინგთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (A2-B1)
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა (B კატეგორია)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 იანვარი, 2025 წელი.