jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: განრიგების ორგანიზატორი
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი)აცხადებს ვაკანსიას განრიგების ორგანიზატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას.

სავალდებულო მოთხოვნები ვაკანსიაზე:

** განათლება: სასურველია უმაღლესი ტექნიკური მიმართულებებით;
** სამუშაო გამოცდილება: შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ენების ცოდნა - ქართლი, ინგლისური ენების კარგ დონეზე (სასურველია რუსულის ცოდნა);
** MS Office პროგრამების (Word, Excel, CMMS, ERP, SAP) კარგ დონეზე ცოდნა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზება და დაგეგმვა;
** პასუხისმგებლობა და კარგი კომუნიკაცია;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფი რეაგირება და მუშაობა;
** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა პროგრამულ სისტემაში და შესრულების ვადების მონიტორინგი;
** ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოს დაგეგმვა;
** პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირებისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით ტექნიკური დანადგარებისა და მოწყობილობების მონიტორინგის ორგანიზება;
** ჩასატარებელი ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების განხილვა, საჭირო მასალებისა და სამუშაო ძალის შეფასება/განსაზღვრა;
** ტექნიკური მომსახურების პერსონალის კომპეტენციის ამაღლების მიზნით სასწავლო პროგრამების შემუშავება და საჭიროებისას სწავლების ორგანიზება.

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ანაზღაურება (ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - კვირის ყოველი დღე - დასვენებისა და უქმე დღეების ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.);
** უფასო ერთჯერადი კვება;
** კორპორაციული ტელეფონით სარგებლობა;
** კორპორაციული ტრანსპორტით სარგებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და ოჯახის) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az
ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.

** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |