CENN, ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის (1 წელი), აცხადებს ტენდერს თბილისში სტამბის შერჩევის მიზნით.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
** ბროშურების, ტრიპლეტების, პოსტერების, კალენდრების და სხვადასხვა საინფორმაციო მასალების ბეჭდვა;
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 20 იანვრის ჩათვლით (18:00 საათი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
** მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება დღგ-ს გარეშე (ტექნიკური დავალების შესაბამისად / სავალდებულო);
** 2025 / 2024 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო).
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
** მომსახურების ფასი;
** განაცხადის მოთხოვნასთან შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
მობ: +995 591 21 99 11