"EBIT Group" აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
"ებიტ ჯგუფი" არის ლიდერი საკონსულტაციო ჯგუფი ფინანსების მართვის მიმართულებით (https://www.ebit.ge).
ჩვენ უზრუნველყოფილიყო კომპანიების მომგებიანობის ზრდას, კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას, ვქმნით კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მოდელებს და ვნერგავთ კონტროლისა და მართვის საერთაშორისო მეთოდებს. ვემუშავებით 10-ზე მეტ ბიზნესს სექტორს და ვუზიარებთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას.
ჩვენი მთავარი მისიაა ბიზნეს-კომპანიების ფინანსური სტაბილურობისა და მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარებისთვის.
ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიაღწიონ იმ ნიშნულს, რასაც ჰქვია "ექსპერტი ფინანსურ საკითხებში" .
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 600-800 ლარი (ნეტ)
** სამუშაო ფორმატი: საოფისე
** გრაფიკი: შეთანხმებით, სწავლასთან შეთავსებით
განვითარების შესაძლებლობები:
** სტაჟიორი გაივლის IFRS სტანდარტებისა და ფინანსური ანალიზის სასწავლო პროგრამების სრულ კურსებს, ასევე იმუშავებს სხვადასხვა პრაქტიკული ქეისების მაგალითებზე
** სტაჟიორი შეისწავლის სხვადასხვა ბიზნეს სექტორის კომპანიების ფინანსურ ანალიზს
** კურსების დასრულებისა შემდეგ გადაეცემა სერტიფიკატი
** წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში სტაჟიორი მიიღებს შეთავაზებას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე
** სტაჟირების ვადა: ექვსი თვე
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში ჩართულობა;
** სხვადასხვა ბიზნეს სექტორის კომპანიების ფინანსურ ანალიზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიების მოკლე/გრძელვადიან ფინანსურ პროგნოზირებაში აქტიური ჩართულობა, ფინანსური მოდელირების სხვადასხვა სცენარების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, გადაწყვეტილებისა თუ ინვესტიციის ეფექტიანობის შეფასებისთვის;
** კომპანიების ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა;
** კომპანიების ფულადი სახსრების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;
** ბიზნესის შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები (ან კურსდამთავრებულები)
** პროგრამა Excel-სა და PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა
** განვითარებული მათემატიკური უნარები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** განვითარებაზე ორიენტაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: career@ebit.ge
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 19 იანვარი.