კომპანია სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას მთავარი მზარეულის თანაშემწეს პოზიციაზე.
მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: შესაბამისი პროფესიული განათლება ან კულინარიული ტრენინგები;
** გამოცდილება: სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სამზარეულოს საქმიანობისათვის საჭირო სხვადასხვა ტიპის დანადგარებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;
** კულინარული უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სასურველია რუსული ენის მინიმალური დონეზე ფლობა.
ძირითადი მოვალეობები:
** სამზარეულოს ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა. უფროსი მზარეულისაგან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** საქონლის და ფრინველის ხორცის, თევზეულის პირველადი დამუშავება და მომზადება კულინარიული საჭიროებებისათვის სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით, ჰიგიენის ნორმების დაცვით;
** პურისა და მსგავსი პროდუქციის (ასეთია არსებობისას) დაჭრა და მომზადება;
** სამზარეულოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** უფროსი მზარეულის ზედამხედველობით სამზარეულოს საწყობიდან/მაცივრიდან სამუშაო დღის განმავლობაში საჭირო პროდუქციის გამოტანა და მზარეულისათვის ჩაბარება;
** სხვადასხვა საქონლით, პროდუქციით, ხორცით, ხორცპროდუქტებით, თევზეულით, სასმელი წყლით და ა.შ. სამზარეულოს მომარაგებისას, მათ ფიზიკურად მისაღებად და საწყობში განსათავსებლად საჭირო სამუშაოების შესრულება;
** მიღებული ნედლეულის ხარისხისა და შენახვის პირობების მონიტორინგი;
** სამზარეულოს ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვაზე ზრუნვა;
** მუშაობის პროცესში სამზარეულოს სამუშაო პროცედურების, კომპანიის პოლიტიკისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
ანაზღაურება და დამატებითი პირობები:
** ყოველთვიური ანაზღაურება (ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.); - დასვენებისა და უქმე დღეების გარდა,
** უფასო კვება;
** კორპორაციული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az
ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.
** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.