"სოკარი" - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას ავტომატიკოსის პოზიციაზე.
მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** სამუშაო საათების მოქნილობას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: სასურველია უმაღლესი ტექნიკური მიმართულებებით (ავტომატიზებული სისტემები)
** სამუშაო გამოცდილება: შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრონული მოწყობილობების, პროცესის კონტროლისა და ელექტრო სისტემების მნიშვნელოვანი ცოდნა, რაც გულისხმობს: ნაკადის, დონის, წნევის და ტემპერატურის საზომ მოწყობილობებს, საკონტროლო მართვის წრედს, ციფრულ და ანალოგურ კონტროლიორებს და შესაბამის მოწყობილობებს;
** საქვაბეების და სანთურების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების უნარი;
** ელექტროტექნიკური ნორმებისა და რეგულაციების კარგად ცოდნა;
** ელექტრონიკის და გამზომი მოწყობილობების ცოდნა;
** ელექტრო მოწყობილობებისა და ხელსაწყოების გამოყენების უნარი;
** საინჟინრო ნახაზების, სქემებისა და სერვისის სახელმძღვანელოების გამოყენების შესაძლებლობა პრობლემების აღმოსაფხვრელად ან/და მოწყობილობების ინსტალაციისა და შეკეთების მიზნით;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგებისა და ჩანაწერების მომზადების უნარი;
** ზეპირი და წერილობითი ინსტრუქციების გაგებისა და შესრულების უნარი;
** კარგი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ენების ცოდნა - ქართული ენის გამართულად ფლობა, ინგლისური ან რუსული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
** დაგეგმილი სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულება, ინტეგრირებული ტექნიკური გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.
** სამონტაჟო, საიზოლაციო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება მოქმედი პრაქტიკის კოდებისა და კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.
** პროცესების საკონტროლო და მონიტორინგის მოწყობილობების (ელექტრონული, პნევმატიკური, ჰიდრავლიკური, მიკროპროცესორებზე დაფუძნებული კონტროლისა და მონიტორინგის სისტემები) ინსტალაცია, ტექნიკური მომსახურება და შეკეთება;
** ყველა საზომი სისტემის ინსტალაცია და ექსპლუატაცია;
** გაზომვასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო, კომერციული და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა;
** საზომი მოწყობილობების დაკალიბრება (მოიცავს: ტემპერატურის, წნევის, ძაბვის და დენის საზომ მოწყობილობებს);
** მიღებული დავალების თაობაზე API, GOST და სხვა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა და შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინება სამუშაოების შესრულებისას;
** ტექნიკური მომსახურების სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩენილი ხარვეზების გაანალიზება და აღმოფხვრის ღონისძიებების გატარება.
ანაზღაურება და დამატებითი პირობები:
** ყოველთვიური ანაზღაურება (ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** სამუშაო პერიოდი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.); - დასვენებისა და უქმე დღეების გარდა,
** უფასო კვება;
** კორპორაციული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az
ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.
** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** პირადობის მოწმობის ან/და პასპორტის ასლები;
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.