კომპანია ქართული ღვინის სახლი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის (დისტრიბუციის მიმართულებით) პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. N 58
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 9:30სთ. - 18:30სთ.
ანაზღაურება: 1 500 - 2 000 ლარი.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება 3 წელი;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, კერძოდ ექსელის ცოდნა ძალიან კარგად.
** FMG და 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** მუშაობის გამოცდილება წარმოებაში;
** საწარმოო პროცესების ცოდნა;
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება
** პიროვნული უნარები: ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებული და ყურადღებიანი, სამუშაო დროის ეფექტურად მართვის, გუნდური მუშაობის უნარი;
** გამოცდილება რესტორნის ბუღალტერიის წარმოებაში ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** სადისტრიბუციო ოპერაციების გატარება და კონტროლი;
** სადისტრიბუციო სალაროს კონტროლი;
** სადისტრიბუციო საწყობის კონტროლი;
** პროდუქციის თვითღირებულებების გაანგარიშება;
** ქსელურ ობიექტებში მიწოდების ფინანსური მოდელების გაანგარიშება;
** დებიტორული ანგარიშების კონტროლი;
** კონტრაგენტების შემოწმება;
** ხელმძღვანელობისათვის სხვადასხვა სახის რეპორტების და ანგარიშების მომზადება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების/მითითებების შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com
აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!