jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სპეციალისტი ბილინგის სამსახურში
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სპეციალისტის პოზიციაზე, ბილინგის სამსახურში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კომპანიის სათავო ოფისი.
მისამართი: მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: 1, 458 ლარი (NET ხელზე ასაღები თანხა)

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი აბონენტების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
** შემოსულ წერილებზე პასუხების მომზადება.
** აბონენტების მონაცემთა ბაზების მართვა და განახლება, ინფორმაციის ასახვა.
** სერვის-ცენტრებიდან წარმოდგენილი განხორციელებული კორექტირებების (დარიცხვის შესწორება, ვალის შესწორება, სულადობის კორექცია, შემოსავლის შესწორება, მრიცხველების-აქციის თანხების გადანაწილება) მონაცემთა ბაზაში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ბაკალავრის ხარისხი ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
** Ms Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, Excel - ის საშუალო დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე.

აუცილებელი უნარ-ჩვევები

** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დედლაინების მართვის უნარი.
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2025 წლის 15 თებერვლისა.

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |