შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს ტრანსპორტის და სპეც ავტოტექნიკის სამსახურის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
ადგილების რაოდენობა - 1
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
ფუნქცია-მოვალეობები:
** შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული ტრანსპორტისა და სპეცავტოტექნიკის პარკის გამართულად და შეუფერხებლად, ტექნიკური ნორმების, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად ექსპლუატაცია და მომსახურება;
** კომპანიის ყოველწლიური შესყიდვების და ბიზნეს-გეგმების შემუშავების მიზნით, აეროპორტებში სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული თუ სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე გაწეული, მოსალოდნელი თუ საჭირო ხარჯების პერიოდული გაანალიზება და მიღებული ინფორმაციის და რეკომენდაციების მიწოდება უშუალო უფროსისათვის;
** კომპანიის ტრანსპორტისა და სპეცავტოტექნიკის პარკის საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის სწორად და ორგანიზებულად წარმოება და კომპანიის სათანადო სტრუქტურული ერთეულებისთვის მათი დროულად და სრულად მიწოდება;
** შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ტრანსპორტისა და სპეცავტოტექნიკის პარკის ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი (მათ შორის, ექსპლუატაცია) და სათანადო დოკუმენტების წარმოება, პრობლემების და საჭიროებების გამოვლენა, მათი მოგვარების გზების შემუშავება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით განხორციელება;
** კომპანიის ავტოპარკში არსებული ტრანსპორტისა და სპეცავტოტექნიკის ელექტრონული ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება დადგენილი წესითა და ფორმით, ასევე თითოეულ ავტოსატრანსპორტო თუ სპეცტექნიკის ერთეულზე არსებული დოკუმენტაციის ფაილინგი და შესაბამისი საქმის წარმოება;
** ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების, სახარჯი მასალების, ხელსაწყოების, სპეციალური ტექნიკური ლიტერატურის, სქემების, კატალოგების, კომპიუტერული პროგრამების საჭიროების განსაზღვრისა და მათი სრული კომპლექტაციით და მოწესრიგებულ მდგომარეობაში ქონა;
** ავტომობილების და სპეცავტოტექნიკის დანიშნულების, მუშაობის პირობების სპეციფიკის, ტექნიკური მახასიათებლების და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ქონა და მათი ტექმომსახურებისას თუ ექსპლუატაციისას შესაბამისი მომსახურების გაწევა მოსარგებლე პირებისათვის ამ ინფორმაციის გათვალისწინებით;
** კომპანიის ავტოპარკში არსებული ავტომობილების და სპეცავტოტექნიკის გაუმართაობათა დიაგნოსტირებისა და შეკეთების ორგანიზება როგორც სამსახურის ძალებით, ისე გარე მომსახურებით;
** გაუმართაობის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტექმომსახურების გაწევა სცილდება სამსახურის თანამშრომლების შესაძლებლობებს;
** ტექნიკური მომსახურების პროცესში გამოყენებული მარაგ-ნაწილებისა და სახარჯი მასალების, ასევე ტექნიკიდან მოხსნილი ნაწილების, დაზიანების შედეგად მიღებული დანაკარგების ზუსტი აღრიცხვისა და სათანადო დოკუმენტების გამართულად წარმოების კონტროლი და ხელმძღვანელისათვის ამ
დოკუმენტების დროული მიწოდება;
** კომპანიის ტრანსპორტისა და სპეცავტოტექნიკის პარკის ტექმომსახურებასთან დაკავშირებული საქონლისა თუ მომსახურების შესყიდვის საჭიროებისას მომწოდებლების მოძიებაში მონაწილეობისა და კომპანიის შესაბამისი თანამშრომლებისათვის სათანადო კონსულტაციების გაწევა საქონლისა და მომსახურების მახასიათებლების შესახებ;
** ტექმომსახურების ორგანიზაციებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ტექნიკური დავალების შემუშავებაში მონაწილეობა, გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის ცოდნა, ხელშეკრულების ათვისებული ნაწილისა და დარჩენილი რესურსის შესახებ ინფორმაციის ქონა;
** კომპანიის ავტოპარკში არსებული ავტომობილების სხვადასხვა ქალაქებში პარკირების ნებართვის მოპოვება და დროული განახლება, ნებართვების ვადების მუდმივი კონტროლი;
** კომპანიის პარკში არსებული ავტომობილებისა და სპეცავტოტექნიკისათვის შესაბამისი აეროპორტების სარეჟიმო ტერიტორიაზე დაშვების საშვების მიღების და დროული განახლების ორგანიზება, საშვების ვადების მუდმივი კონტროლი;
** კომპანიის ავტოპარკში არსებულ ავტომობილებში ექსპლუატაციისათვის საჭირო პირველადი მოხმარების მასალებისა და ხელსაწყოების სრული კომპლექტაციის, სრულად დაკომპლექტებული სამგზავრო აფთიაქისა და გამართული ცეცხლმაქრის მუდმივად ქონის კონტროლი, მათი ვარგისობის ვადების მუდმივი კონტროლი;
ავტოსაგზაო შემთხვევისას ან სხვა ინციდენტის დროს, ინფორმაციის დროულად მოპოვებისა და ხელმძღვანელისათვის, სათანადო ორგანოებისა თუ ორგანიზაციებისათვის (მაგ. სადაზღვევო კომპანია) მისი დროულად და სრულად მიწოდება;
** ავტოსაგზაო შემთხვევისას ან სხვა ინციდენტის დროს, ინფორმაციის დროულად მოპოვებისა და ხელმძღვანელისათვის, სათანადო ორგანოებისა თუ ორგანიზაციებისათვის (მაგ. სადაზღვევო კომპანია) მისი დროულად და სრულად მიწოდება;
** კომპანიის ავტოპარკში არსებულ ავტომობილებზე გამოწერილი ჯარიმების შესახებ ინფორმაციის სისტემატური გადამოწმება და შესაბამისი პირის მიერ მათი დროულად გადახდის ორგანიზება;
** კომპანიის ავტოპარკში არსებული ავტომობილების და სპეცავტოტექნიკის ტექნიკური პასპორტების, საგარანტიო ფურცლების, სახელმძღვანელოების, ინსტრუქციების, დებულებების და რეგლამენტების შენახვა, სისტემატიზაცია და განახლება;
** კომპანიის ავტოპარკში არსებული ავტომობილების და სპეცავტოტექნიკის მძღოლების და ოპერატორების მართვის მოწმობების ბაზის წარმოება და საჭიროების შემთხვევაში მათი კატეგორიის ამაღლების / დამატების ორგანიზება;
** ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ფორმით მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
** ტრანსპორტის და სპეც. ავტოტექნიკის მომსახურების ჯგუფის აეროპორტების პროცესებთან დაკავშირებული შიდა რეგულაციების, დებულებების, სახელმძღვანელოების, პროცედურების და ინსტრუქციების, საჭიროებების განსაზღვრა, მომზადება, ხელმძღვანელობისათვის წარდგენა და დამტკიცების შემთხვევაში მათი დანერგვა;
** ტრანსპორტის და სპეც. ავტოტექნიკის მომსახურების ჯგუფის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართვის და საჭიროებისამებრ განახლების ან შევსების უზრუნველყოფა;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია პროფესიული / სპეციალური ტექნიკური განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი.
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint - კარგად ცოდნა.
კონკურსის ეტაპებია:
** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
შემოსული რეზიუმეების განხილვა დასრულდება 2025 წლის 25 იანვრის ჩათვლით.
თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.