jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტენდერი - PR მასალების მომზადება
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
თანდართული ფაილი: 08219_SOS_Childrens_Village_Tender_6726540.zip
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / განცხადების ვადა: 2 თებერვალი

"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს სხვადასხვა PR მასალის დამზადებისა და/ან ბეჭდვის მომსახურების შესყიდვაზე.

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, ჯვრის სათემო განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში, საინფორმაციო მასალისა და ბანერის დიზაინის შექმნისა და ბეჭდვის მიზნით, იწვევს იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტი - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საგანმანათლებლო საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.

მომსახურების მიზანი:

პროექტის "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში, საჭიროებისამებრ, 2025 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სატრენინგო მასალისა და სახელმძღვანელოების ბანერების, ლიფლეტების, სერტიფიკატების, ბროშურების, პოსტერების დიზაინი და/ან ბეჭდვა; ბრენდირებული კალმების, ბლოკნოტების, ჩანთების დამზადება.

სატენდერო განაცხადში მონაწილე პირების შერჩევის კრიტერიუმები და წარსადგენი დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის სავალდებულო მოთხოვნა:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული ბეჭდვისა და სხვადასხვა ვიზუალური მასალის დამზადების წარმოების მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილე კომპანიის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, საჯარო რეესტრის ამონაწერი;
** ორგანიზაციის პორტფოლიო (ბოლო 3 წლის გამოცდილების ისტორია);
** ტენდერში მონაწილე კომპანიის დასახასიათებლად 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

ფასის განაცხადი

** იურიდიული პირის შემთხვევაში: მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით დღგ-ს გარეშე.
** დაინტერესებულ კომპანიებს შესასყიდი საქონლის ჩამონათვალის ამსახველი დოკუმენტის ჩამოტვირთა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (გაწეულ მომსახურებაზე ინვოისი, ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 3 დღისა.

მომსახურების გაწევის ვადები: 10 თებერვალი - 31 დეკემბერი, 2025 წელი.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 2 თებერვალი.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge

გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "PR მასალების მომზადება".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |