განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1617
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის "თეგეტა აკადემიის" გუნდში ტექნიკური ტრენერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** ტექნიკური მიმართულების ტრენინგების განრიგის შედგენა, მათი ორგანიზება;
** დასაქმებულთათვის ტექნიკური ტრენინგის ჩატარება საჭიროებიდან გამომდინარე;
** სატრენინგო მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური მიმართულებით სატრენინგო და დამხმარე მასალების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ჩატარებული ტრენინგების შესახებ უკუკავშირების ანალიზი;
** შიდა ტექნიკური ტრენინგების კმაყოფილების კვლევის პროცესის მართვა;
** ჩატარებული ტექნიკური ტრენინგების მტკიცებულებების არსებობისა და შენახვის უზრუნველყოფა;
** შიდა საჭიროებების კვლევისა და ანალიზის ჩატარება;
** რეგიონში ინვენტარიზაციის ჩატარება;
** პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების პროცესში ტექნიკურ საკითხებში ჩართულობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, შესყიდვის პროცესში მონაწილეობა და მომწოდებლებთან თანამშრომლობა;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისა და აკადემიის დირექტორის მიერ დაინიცირებული სხვა დავალებების შესრულება;
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** აუცილებელია მსუბუქი ან სატვირთო ავტომობილების აგებულებისა და მუშაობის პრინციპების ცოდნა.
** სასურველია მსუბუქი ან სატვირთო ავტომობილების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.