"ოტო მოტორსი" უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღალი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.
კომპანია "ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი (ძარის, ავტომობილის ვიზუალური დეტალების მიმართულება)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1200 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ხანგრძლივობა 3 თვე)
სამუშაო ადგილი: დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის 28
ჩვენ გთავაზობთ:
** ყოველწლიური პრემია ხელფასის ოდენობით, რომელსაც აიღებთ ანაზღაურებასთან ერთად
** კორპორაციული სატელეფონო ბალანსით სარგებლობას
** FITPASS მხარდაჭერას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ ატმოსფეროს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
ძირითადი მოთხოვნები:
** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
უნარები:
** კომუნიკაბელურობა
** დაგეგმვის უნარი
** ენერგიულობა და სისხარტე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ფუნქცია-მოვალეობები
** ძარის, ავტომობილის ვიზუალური დეტალების მიმართულებით გაყიდვების სტიმულირება ** გაყიდვების ანალიზი, აქტივობების, შეთავაზებებისა და აქციების დაგეგმვა
** მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაცია და ნაწილის ტექნიკური/ფუნქციური მახასიათებლების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაციის გაწევა, შერჩევაში დახმარება
** ბაზრის კვლევა და ბაზარზე არსებული მოთხოვნადი ავტოდეტალების შესახებ (ფასი, ხარისხი) ინფორმაციის მუდმივად მოძიება
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2025 წლის 14 თებერვლისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის