jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: სულაკაურის გამომცემლობა
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"სულაკაურის გამომცემლობა" მოწინავეა ქართულ საგამომცემლო სფეროში და ყოველთვის მზად არის თანამშრომლობისთვის. გამომცემლობა მუდმივად ეძებს ამ სფეროთი დაინტერესებულ, ინიციატივიან, გუნდური მუშაობის მოყვარულ, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს და საუკეთესო სამუშაო გარემოს სთავაზობს მათ.

ჩვენთან თანამშრომლობა საინტერესოა - იმოგზაურე ლიტერატურის სამყაროში "სულაკაურის გამომცემლობასთან" ერთად.

"სულაკაურის გამომცემლობა" მარკეტინგის განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 150

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** "სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემულ წიგნებზე კორპორაციულ ფასდაკლებას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგის გუნდთან ერთად სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის ვიზუალური მასალების მომზადება, მათ შორის:
** სოციალური მედია არხებისთვის
** ვებგვერდებისთვის
** სხვადასხვა ციფრული არხებისთვის
** საბეჭდი მასალების ვიზუალების მომზადება;
** კრეატიული კონცეფციების შემუშავება: ახალი და ინოვაციური დიზაინების შექმნა, კომპანიის ბრენდბუქის შესაბამისად;
** მარკეტინგული კამპანიების მომზადების პროცესში ჩართულობა ვიზუალური კონტენტის განსაზღვრის მიზნით და შემდგომში შესაბამისი დიზაინების შექმნა.
** დიზაინის და მარკეტინგის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და მათი გამოყენება პროექტებში
** დიზაინის კონცეფციების და პროექტების პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის გუნდში დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Adobe Photoshop, Adobe Ilustrator და Adobe Indesign პროგრამების ცოდნა;
** MS Office 365 ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** კრეატიულობა და ინოვაციურობა
** პასუხისმგებლობიანი
** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო მეილზე jobs@sulakauri.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გრაფიკული დიზაინერი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 იანვარი, 2025 წელი

გისურვებთ წარმატებებს!

რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |