სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმების ასისტენტების კოორდინატორის პოზიციაზე.
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (https://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (https://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
** ექიმის ასისტენტების მიერ განხილული შემთხვევების მონიტორინგი, სხვა რთული და სადავო ქეისების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება;
** ასისტენტების მიერ უკვე დარეგულირებული შემთხვევების კონტროლი სისტემური ხარვეზების გამოვლენის მიზნით;
** გამოვლენილი ხარვეზების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების გატარება;
** შემოსული პრეტენზიების ანალიზი და მათ მოკვლევა/პრევენციაში ჩართულობა;
** შეხვედრების ორგანიზება ხარვეზების/შეცდომების პრევენციისათვის;
** მომსახურების პროცესების მონიტორინგი და შესრულების ვადების დაცვა. ხარვეზების შემთხვევაში სისტემური პრობლემის მოძიებასა და მის გამოსწორებაზე ზრუნვა;
** შესრულებული სამუშაოს რეპორტების წარმოება/ბაზების დამუშავება;
** მომსახურების სტანდარტის კონტროლი/თანამშრომლების შეფასებისა და ბონუსირების პროცესში ჩართულობა;
** შვებულებებისა და დეიოფების განაწილება/კონტროლი;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს ან მომიჯნავე სფეროში;
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge.
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოჯახის ექიმების ასისტენტების კოორდინატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 თებერვალი.
"ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/