jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ეარვეის
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

შპს "ჯორჯიან ეარვეისი" - "Georgian Airways" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტ, დროულ და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოებას.
** ზემოაღნიშნული მიზნით, კომპანიის სხვადასხვა სამსახურებიდან აუცილებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდების უზრუნველყოფას, ასევე სააღრიცხვო პროცესის სათანადოდ გამართვას და კონტროლს.
** კომპანიის ოპერაციების საბუღალტრო აღრიცხვის მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში შესაბამისი საბუღალტრო გატარებების განხორციელება (რეალიზაცია, ხარჯები, ძირითადი საშუალებები, დებიტორები და კრედიტორები, სასაქონლო-მატერიალური მარაგები, საწყობი, სალაროს ოპერაციები, საბანკო ბრუნვა და ა.შ.), ბუღალტრული სტანდარტებისა და საგადასახადო მოთხოვნების სრული დაცვით;
** კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების მართვა სააღრიცხვო მიზნებისთვის (ხელშეკრულებები, ანგარიშსწორება, შედარება და აქტების გაფორმება, ინფორმაციის და დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება და სხვ.) და შესაბამისი ქმედებების განხორციელება.
** საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების უზრუნველყოფა, სათანადო კონტროლის მექანიზმების გამოყენებით ;
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.
** კომპანიის მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება და მიწოდება შეთანხმებული შინაარსით, ფორმით და პერიოდულობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, აუდიტის, ან მომიჯნავე განხრით;
** საბუღალტრო პროგრამა Balance-ის სრულყოფილად ცოდნა
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (ექსელი, ვორდი, ინტერნეტ ბანკი)
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების საფუძვლების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებული

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, 2025 წლის 15 თებერვლამდე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@georgian-airways.com

აუცილებელია ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და მიმაგრებულ ფაილზე მიუთითოთ სახელი, გვარი ლათინური შრიფტით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |