jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების ROSHEN-ის, DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებული და მეგობრული გუნდის წევრობას!

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00 სთ;
** მისამართი: მზიურის ბიზნეს ცენტრი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** ბრენდის მიმდინარე და მომავალი პერიოდის კვარტალური ანალიზის პრეზენტაცია;
** სააქციო ბადის შედგენა ქსელების მიხედვით;
** ქსელებში სააქციო ბიუჯეტების დაგეგმვა და მართვა;
** ფასწარმოქმნა თვითღირებულების, კონკურენტების და ბაზრის ანალიზის საფუძველზე;
** სარეკლამო/პრომო/მედია სააგენტოებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებები;
** მომწოდებლებთან მოსალაპარაკებელი წლიური ფორკასტების შედგენა შესყიდვების მოთხოვნისამებრ;
** ყოველთვიური შესყიდვების პროგნოზი ბიუჯეტირებისთვის;
** შესყიდვების გაკეთება SKU-ების მიხედვით;
** მომწოდებლებთან წლიური მარკეტინგული ბიუჯეტის მომზადება;
** შეთანხმებული მარკეტინგული ბიუჯეტის ხარჯვა და რეპორტინგი მომწოდებელთან;
** წლიური და თვიური გეგმების დამუშავება ბრენდის ჭრილში.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის კუთხით;
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი, სასურველია retail და სადისტრიბუციო სფეროში;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული უნარი - MS office (Excel), 1 C.

დამატებითი მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაცია;
** ურთიერთობების მართვა;
** ინოვაცია;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** პროდუქტიულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბრენდ მენეჯერი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ფუდსერვისის" (ს/კ 406254146) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე office@gfs.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.
კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |