jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საიტ მენეჯერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას საიტ მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების მართვა და მეთვალყურეობა;
** ყოველდღიური სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა;
** ობიექტისთვის მატერიალური/ადამიანური რესურსების მოთხოვნა/გადანაწილება;
** სამუშაოებისთვის საჭირო დამხმარე მასალის შეკვეთის მომზადება;
** სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წარმოშობილი ცვლილებების/დამატებების რეპორტების წარდგენა პროექტის მენეჯერისთვის;
** ობიექტზე დასაქმებულების/ქვეკონტრაქტორების ზედამხედველობა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებზე პერიოდული რეპორტების წარდგენა მენეჯმენტისთვის;
** შესასრულებელი სამუშაოების ვადების კონტროლი;
** საწყობიდან გაცემული მასალის კონტროლი;
** უსაფრთხოების ოფიცერთან ერთად შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel;
** შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** საპროექტო და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის/ანალიზის უნარი;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოების უნარი.

განათლება: სასურველია უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;

სამუშაო გამოცდილება

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MEP (Mechanical, Electrical, Plumbing) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები

** ინფორმაციის / მონაცემთა ანალიზის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობიანი.

დასაქმების პირობები

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 15 თებერვლის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/926/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |