"ეისითი" კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 35 -ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.
ეისითი ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ ადამიანს კვლევის ინტერვიუერის პოზიციაზე (რესპონდენტის პირისპირ გამოკითხვა შესაბამისი პროცედურებით), შემდეგ დასახლებებში - ქალაქ თბილისში. კვლევის სამუშაო არეალი არის ქალაქი თბილისი.
შენ, როგორც ინტერვიუერს, გექნება შესაძლებლობა მრავალფეროვან, საინტერესო პროექტებში მიიღო მონაწილეობა, გაიგო საზოგადოებრივი აზრი სხვადასხვა აქტუალურ, მნიშვნელოვან საკითხებზე და ამავე დროს გქონდეს მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტურობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში.
კომპანიის შესახებ სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.act-global.com/
ვის ვეძებთ:
** ხარ თვითორგანიზებული და ცნობისმოყვარე;
** პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, მათ გადაჭრაზე ფიქრობ;
** გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გაქვს სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** გაქვს გუნდური მუშაობის და ინტერპერსონალური უნარები.
რისი გაკეთება მოგიწევს:
** პირისპირ ინტერვიუების ჩატარება კარდაკარის პრინციპით (მოსახლეობაში, ოჯახის და ოჯახის წევრის შერჩევა ინტერვიუს ჩატარების მიზნით), პროექტით განსაზღვრულ ვადებში;
** ინტერვიუს მსვლელობისას კითხვარის შევსება;
** ზოგად/პროექტებით გათვალისწინებულ ტრენინგებზე დასწრება;
** სამუშაოსთან დაკავშირებული/განსაზღვრული ინსტრუქციების დაცვა;
** განხორციელებული სამუშაოს ანგარიშგება საველე სამუშაოების სპეციალისტთან.
კარგი იქნება რომ გქონდეს:
** უმაღლესი განათლება;
სამუშაო გამოცდილება: არ არის აუცილებელი
სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი
ხელშეკრულების ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება
ანაზღაურება: გამომუშავებით-შესრულებული პროექტების მიხედვით
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით: https://forms.gle/wXSgLYk8KqXSNYpw6
გაცნობებთ, რომ შპს "ეისითი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
გისურვებთ წარმატებას!