jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Pery Wines
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

"Pery Wines" ეძებს გაყიდვების მენეჯერს.

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, ენერგიული და მზარდი ღვინის ბრენდი, რომელიც აერთიანებს ხარისხს, ინოვაციასა და თავისუფალ მიდგომას ღვინის მიმართ. Pery Wines უკვე პოპულარულია საქართველოში და ასევე წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზრებზე. ახლა ვეძებთ მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს ადგილობრივი ბაზრისთვის, რომელიც გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს არსებულ ობიექტებში და დაამყარებს ახალ კავშირებს ახალი პარტნიორებისთვის.

მოვალეობები:

** არსებული ობიექტების (რესტორნები, ბარები, ღვინის მაღაზიები, ქსელური მაღაზიები) მართვა და გაყიდვების ზრდა
** ახალი ობიექტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება
** კლიენტებთან და დისტრიბუტორებთან ურთიერთობის მართვა
** გაყიდვების სტრატეგიის გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები:

** ღვინის ინდუსტრიაში ან HORECA სექტორში გაყიდვების გამოცდილება (სასურველია)
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და დინამიურ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას და მოტივაციურ ბონუსურ სისტემას
** ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარებაში ჩართულობას

თუ თვლი, რომ შენი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@perywines.com

Pery Wines - ეს ღვინო წესების გარეშეა!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |