ზოომაღაზიათა ქსელი "Urbantails" - "ჰოლდინგ.ჯი" - ს დიდი ოჯახის წევრი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებას - წარმოება, აგრო-განვითარება, სტუმართმოყვარეობა, ტურიზმი, დისტრიბუცია, საცალო ვაჭრობა და ლოგისტიკა ეძებს გუნდის წევრს მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: აღმოსავლეთ საქართველო/დასავლეთ საქართველო;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00სთ - 18:00სთ;
აუცილებელია მართვის მოწმობა, B კატეგორია და მოპედი/ავტომობილი;
ფიქსირებული ანაზღაურება - 1200 ლარი + საწვავი
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური გეგმის მიხედვით მაღაზიების შემოვლა;
** პლანოგრამის მონიტორინგი;
** თაროს დასურათება და რეპორტინგი;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: joinus@urbantails.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მერჩენდაიზერი აღმოსავლეთ საქართველო" ან "მერჩენდაიზერი დასავლეთ საქართველო" მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ურბანთეილსის" (ს/კ 406470037) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე joinus@urbantails.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.
კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."