სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. პარტნიორები ჰყვს გალფისა და დე სე თე-ს ქვეყნებში, მუშაობს ბ2ბ მიმართულებით და ასევე, საქართველოს სტუმარებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს.
სამუშაო რეჟიმი: არადისტანციური
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე);
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გიორგი ქუჩიშვილი ქ. N 11;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვა;
** ბუღალტრული ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი,
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი აღრიცხვის მონიტორინგი;
** საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება;
** საპენსიო სააგენტოს ვალდებულების დარიცხვა; საპენსიო გადარიცხვების დეკლარირება და სქემიდან ამორთული თანამშრომლების იდენტიფიცირება;
** სტატისტიკური ფორმების შევსება;
** პარტნიორ ბანკებთან ურთიერთობა და საბანკო ოპერაციების წარმოების კონტროლი;
** შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალზე მუშაობის უზრუნველყოფა;
** შიდა და გარე აუდიტორებთან თანაშრომლობა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მენეჯერული რეპორტების ფორმირება, კომპანიის ყოველთვიური, კვარტლური და ყოველწლიური ბუღალტრული ანგარიშგებების მომზადება;
** საბუღალტრო და საბილინგო პროგრამებში წარმოებული ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი;
** დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის საქმის დელეგირება და აღსრულების მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
** ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე : HR@CTH.GE
აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).