ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი "სივრცენი" აცხადებს ვაკანსიას ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე.
მისამართი: საბურთალო, ჯანო ბაგრატიონის 6
ვადები: 28 იანვარი 2025 - 15 თებერვალი 2025
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვთა და მოზარდთა შეფასება, საჭიროებების იდენტიფიკაცია, წერილობითი ანგარიშგება და მშობლისთვის გაცნობა
** საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციის გეგმის შემუშავება და განხორციელება
** 6 თვეში ხელახალი შეფასება და ინტერვენციის გეგმის განახლება
** საჭიროების შემთხვევაში ბავშვის სხვა სერვისში გადამისამართება
** შემთხვევის განხილვებში მონაწილეობის მიღება
** კვირაში ერთხელ ორგანიზაციულ და გუნდურ შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი ოკუპაციურ თერაპიაში და/ან ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციაში. განიხილებიან მესამე კურსის სტუდენტებიც.
დამატებითი მოთხოვნები:
** უწყვეტი პროფესიული განათლების მზაობა
** პროფესიული სუპერვიზიის ქვეშ მუშაობის მზაობა, ამავე დროს საქმიანობის დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი
** სიახლეების გაცნობის, გაზიარებისა და დანერგვის მზაობა
** შემთხვევის მართვის პროცესში თანამშრომლობის მზაობა და გუნდურობა
** ბავშვზე და ოჯახზე ორიენტირებულობა
** ორგანიზაციული ღირებულებების პატივისცემა და დაცვა
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი ან სრული განაკვეთი
დოკუმენტაცია: დიპლომი, შესაბამისი სერტიფიკატები, CV, სამოტივაციო წერილი
შესაბამისი კანდიდატის მიერ დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელ. მისამართზე: inspace227@gmail.com