jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დღის ექთანი
მომწოდებელი: ჯერარსი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

მრავალპროფილური კლინიკა სს ჯერარსი აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე.

სს "ჯერარსი" არის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მრავალპროფილური კლინიკა საქართველოში. ჩვენთან დასაქმებული პროფესიონალები გამოირჩევიან გუნდურობით, სამართლიანობით, თანადგომით და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომებით. ჩვენ ვქმნით კადრის განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

მისამართი: ზესტაფონი.
სამუშაო გრაფიკი: პარასკევი-კვირა, 08:00 - 16:00 სთ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოჯახის ექიმის კომპეტენციის ფარგლებში პაციენტების მართვა (ანამნეზის შეკრება, ფიზიკური გასინჯვა, პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემის შეფასება, საჭირო კლინიკა-ლაბორატორიული კვლევების/კონსულტაციების დაგეგმვა და ორგანიზება);
** მონაცემების და სამედიცინო ჩანაწერების რეესტრის წარმოება;
** პაციენტებთან საგანმანათლებლო მუშაობის წარმოება;
** პაციენტთა ჯანმრთელობაზე დაკვირვება, მათ შორის, მკურნალობის შედეგების მონიტორინგი, პაციენტების მეთვალყურეობა;
** პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში სს ჯერარსის სპეციალისტებთან პაციენტის კოორდინირების უზრუნველყოფა;
** სამედიცინო ეთიკის პრინციპების დაცვა;
** სს ჯერარსის შინაგანაწესის, შიდა სტანდარტების და პოლიტიკის დაცვა;
** კლინიკის უწყვეტ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა სპეციალობაში "საოჯახო მედიცინა", ან "შინაგანი მედიცინა";
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

სასურველი უნარ-ჩვევები:

** სასურველია უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
** დროის მენეჯმენტი;
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სს ჯერარსის პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის ჯერარსის ამბულატორიულ ბარათებს (ფასდაკლებებს სერვისებზე, სპეციალურ შეთავაზებებს).

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის. თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ გადმოგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ოჯახის ექიმი".

გაცნობებთ, რომ კლინიკა სს ჯერარსი ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |