კომპანია "ევროპროდუქტი", ქართულ ბაზარზე, 20 წლის წინ გამოჩნდა. თავიდან, მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანია იყო და ადგილობრივ მაღაზიებს, თუ ქსელებს ევროპული პროდუქციით ამარაგებდა. დროთა განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების განსაკუთრებული ნდობა მოიპოვა და ბევრი მათგანისგან ექსკლუზიური იმპორტის უფლება მიიღო.
2014 წელს "ევროპროდუქტმა" თბილისში პირველი სუპერმარკეტი გახსნა. დღეს კი, ის საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში 37 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბრენდის მაღაზიებში წამყვანი ევროპული ბრენდების 2000-მდე სახეობის პროდუქტია ხელმისაწვდომი.
"ევროპროდუქტი" ზრდას უწყვეტად განაგრძობს - გეგმავს არა მხოლოდ ქსელის გაფართოებას, არამედ ქართველი მომხმარებლისთვის პრემიუმ ხარისხისა და ჯანსაღი ევროპული პროდუქტების ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. მისი საბოლოო მიზანი კი, საქართველოში კვების სტანდარტის შექმნაში თავისი წვლილის შეტანაა.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge
ამჟამად, შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უცხოელ პარტნიორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია (როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი);
** შესყიდვებისა და გაყიდვების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** პროდუქციის მარაგების/ნაშთების კონტროლი;
** მომწოდებლებთან ოპტიმალური შეკვეთების განხორციელება;
** კონკურენტული გარემოს, ბაზრის ტენდენციების და ბრენდის ზრდის შესწავლა/ანალიზი;
** ყოველწლიური მარკეტინგული გეგმის მომზადება, კალკულაციით, გეგმის მომწოდებელთან შეთანხმება და ბიუჯეტის მომზადება;
** მარკეტინგული კამპანიების და კომუნიკაციების ანალიზი;
** ფასების კონტროლი, პრაისების მომზადება გავიდვებისთვის (Retail&Horeca).
** სხვადასხვა სახის რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს სფეროში);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** Microsoft Office-ის ცოდნა მაღალ დონეზე.
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მათემატიკური უნარები;
** დროის მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული.
კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "ბრენდ მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!