გერმანულ კომპანია "FORCH"-ს ესაჭიროება 35 წლამდე მამაკაცები, სამონტაჟო ხელსაწყოების და ავტომობილების აქსესუარების გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე ქ. თბილისში.
მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა, მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების უნარი;
** ავტომობილის მართვის მოწმობა;
** სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
მოვალეობები:
** მოამარაგოს მომხმარებელი "FORCH"- s პროდუქციით;
** დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში;
** ორიენტირებული იყოს გაყიდვების ზრდაზე;
** მოიძიოს ახალი კლიენტები;
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:
** ანკეტების/რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** ტრენინგის შემდგომი ტესტირება;
ტესტირების წარმატებულად გავლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ 2 თვიანი ხელშეკრულება საგამოცდო პერიოდით.
ამ პერიოდის განმავლობაში კანდიდატის ანაზღაურება შეადგენს 700 ლარი (ფიქსირებული) + 3% გაყიდული საქონლის ღირებულებიდან + 100 ლიტრი საწვავი. ამ ხნის განმავლობაში კანდიდატი საქმიანობას აწარმოებს საკუთარი ავტომობილით. საგამოცდო პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატი საქმიანობას გააგრძელებს კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით და ხელფასი დაიანგარიშება რეალიზებული პროდუქციის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-დან 17:00 საათამდე;
დასვენების დღე: შაბათ-კვირა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: forchgeorgia@gmail.com.