კომპანია "ტექნოკრედიტი" ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. "ტექნოკრედიტი" ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით, არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა.
კომპანიის ვებ-გვერდი - https://technocredit.ge
პოზიციის დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი, საბურთალო ფილიალი: 6 სამუშაო დღე; 11:00-19:00
სამუშაო გრაფიკი, გლდანის ფილიალი: 12 საათიანი გრაფიკი, 2 სამუშაო დღე- 2 დასვენების დღე ;
სამუშაო გრაფიკი, ვარკეთილის ფილიალი: სამ დღეში ერთხელ 24 საათი ;
ანაზღაურება: საბურთალოს ფილიალი 900 ლარი; გლდანის ფილიალი 600 ლარი; ვარკეთილის ფილიალი 850 ლარი;
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ფილიალების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** ინციდენტებზე შესაბამისი რეაგირების მოხდენა
საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები:
** საშუალო/პროფესიული განათლება
** სასურველია უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაცია
** პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი განახლებული CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელ.ფოსტაზე vacancy@techno-group.ge არაუგვიანეს 2025 წლის 25 თებერვალს. გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ სერვისის სახელწოდება, სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ჩვენს მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
გისურვებთ წარმატებას!