"CM Tbilisi" — ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელსაც ხუთი წლის გამოცდილება აქვს ლუქს კლასის ავტომობილების ბაზარზე. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს მხოლოდ საუკეთესო პრემიუმ კლასის ავტომობილებს, უზრუნველვყოფთ არა მხოლოდ გაყიდვას, არამედ ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით ავტომობილების შერჩევის სერვისს. ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც ქმნიან უნიკალურ სერვისს ელიტარული ავტომობილების მოყვარულთათვის. კომპანიის გაფართოების შედეგად, ჩვენ ვეძებთ ლოჯისტის პოზიციაზე პროფესიონალს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ლოჯისტიკური პროცესების შეუფერხებელ ორგანიზაციასა და კოორდინაციას.
პასუხისმგებლობები:
** პრემიუმ კლასის ავტომობილების ტრანსპორტირების ორგანიზება (იმპორტი და ექსპორტი), მათ შორის საერთაშორისო მიწოდებები და მიწოდება ქვეყნის ტერიტორიაზე.
** ტრანსპორტირების მარშრუტების შედგენა და ოპტიმიზაცია, რათა შემცირდეს მიწოდების დრო და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ხარჯები.
** ურთიერთობა სატრანსპორტო კომპანიებთან, ექსპედიტორებთან, საბაჟო ბირკერებთან და სახელმწიფო ორგანოებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას დროული მიწოდება.
** ტრანსპორტირებისთვის ყველა დოკუმენტაციის მომზადებისა და გაფორმების კონტროლი: საბაჟო დეკლარაციები, სერტიფიკატები, დაზღვევა, ფაქტურები და სხვა საჭირო დოკუმენტები.
** ყველა ლოჯისტიკური ოპერაციის კოორდინაცია: სატრანსპორტო შეკვეთისგან დაწყებული და ავტომობილის მიღებით დამთავრებული.
** ავტომობილების მიწოდების სტატუსის მონიტორინგი და კლიენტების და ხელმძღვანელობის ინფორმირება შეკვეთების შესრულების შესახებ.
** ტრანსპორტირებისას ავტომობილების მდგომარეობის კონტროლი, პრობლემების და საჩივრების გადაწყვეტა.
** საწყობის ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია და ავტომობილების მოძრაობის მართვა საწყობში (თუ საჭიროა).
** ლოჯისტიკის ხარჯების ანალიზი და კონტროლი, ეფექტურობის გაზრდის მიზნით გადაწყვეტილებების შეთავაზება.
** ლოჯისტიკური ოპერაციების შესახებ ანგარიშგების შედგენა, მიმდინარე პროცესების ანალიზი და შეფასება.
** მიწოდებების და ყველა ლოჯისტიკური ოპერაციის მონაცემთა ბაზის შენახვა.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ლოჯისტის პოზიციაზე ავტომობილების გაყიდვების ან საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში.
** ყველა ლოჯისტიკური პროცესის დეტალური გაგება, რომელიც დაკავშირებულია ავტომობილებთან: შესყიდვა, ტრანსპორტირება, საბაჟო ფორმალობები, მიწოდება.
** საერთაშორისო და ეროვნული ლოჯისტიკის სტანდარტების, მათ შორის საბაჟო პროცედურების და დოკუმენტების გაფორმების ცოდნა.
** გამოცდილება ავტომობილების, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებაში, დიდი ზომის და ძვირადღირებული ტვირთების სპეციფიკის ცოდნა.
** გამოცდილება საერთაშორისო აუქციონებთან, მომწოდებლებთან, ავტოპარკებთან და ექსპედიტორებთან მუშაობაში.
** საბაჟო ორგანოებთან მუშაობის შესანიშნავი უნარები, საერთაშორისო ვაჭრობისა და ლოჯისტიკის სფეროში კანონმდებლობის ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების პროფესიონალური დონე საერთაშორისო დოკუმენტების გაფორმების და მოლაპარაკებების წარმოებისთვის (დამატებითი ენები იქნება უპირატესობა).
** მაღალი ორგანიზებულობა, დეტალებზე ყურადღება, მრავალ ამოცანაზე მუშაობის უნარი.
** შესანიშნავი კომუნიკაციის უნარები, პრობლემების მოგვარების უნარი და ეფექტური მუშაობა როგორც გარე, ისე შიდა პარტნიორებთან.
** ლოჯისტიკური პროცესების კონტროლისა და ანალიზის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (CRM სისტემები, მარშრუტების გამოსათვლელი პროგრამები და ა.შ.).
** პასუხისმგებლობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი და დინამიურად ცვალებად პირობებში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ ვთავაზობთ:
** კონკურენტული ხელფასი ბონუსების სისტემით, რომელიც შედეგზე არის ორიენტირებული.
** მუშაობა სტაბილურ და განვითარებად კომპანიაში, რომელსაც აქვს შესანიშნავი რეპუტაცია ბაზარზე.
** შესაძლებლობა იმუშაოთ ექსკლუზიურ ავტომობილებთან მსოფლიოს ბრენდებისგან.
** პროფესიული სწავლება და განვითარება, საინტერესო პროექტებში მონაწილეობა.
** კარიერული ზრდა და პერსპექტივები ამბიციური თანამშრომლებისთვის.
** მეგობრული გუნდი და კომფორტული სამუშაო პირობები.
გარანტიები:
** კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hrgeneral.cm@gmail.com და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!
დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
კომპანიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე, თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!