jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ქლაუდვეი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

შპს "ქლაუდვეი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დოკუმენტაციის მართვა: გაყიდვების მენეჯერისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და ორგანიზება მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** კლიენტებთან კომუნიკაცია: პოტენციურ (ცივი ზარები) და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაციის წარმოება, მათ კითხვებზე პასუხის გაცემა და ინფორმაციის მიწოდება;
** პროექტები: არსებული და მომავალი პროექტების გაყოლა კომპეტენციის ფარგლებში, B2G გაყიდვების მენეჯერის მითითებით;
** შეხვედრების ორგანიზება: გაყიდვების მენეჯერის შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ანგარიშგების მომზადება: გაყიდვების მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ანგარიშების/რეპორტის მომზადება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად/ყოველთვიურად;
** კლიენტების მონაცემთა ბაზის მართვა: კლიენტების მონაცემების განახლება და მართვა;
** ლიცენზიები: ლიცენზიების ბაზის მართვა და განახლება;
** ბაზრის კვლევა: ბაზრის კვლევების ჩატარება და ანალიზი (კომპეტენციის ფარგლებში), კონკურენტების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS (Word, Excel, Outlook) Office პროგრამების ცოდნა.
** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან ახალი დამთავრებული
ჩვენთან გელოდებათ.

პირობები:

სტაბილური, კომფორტული და ძალიან მეგობრული სამუშაო გარემო
მზარდი ანაზღაურება
ანაზღაურება: ფიქსირებული + მზარდი ბონუსი
მოქნილი სამუშაო გრაფიკი (დისტანციურად)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ
მისამართზე info@cloudway.ge 15 თებერვლამდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |