jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

კომპანია SMOTORS"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება. შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

პოზიციის დასახელება: გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ:

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"Smotors" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისგან გადასახდელი თანხის მიღება და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში სწორი გატარებების წარმოება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** გაყიდული პროდუქტის სწორად გაცემის კონტროლი;
** შეკვეთების დამუშავება;
** სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, რეალიზაციების გაფორმება.
** სალარო ჩეკებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** სალაროს გამოყვანა და ინკასაცია; / დღიური საბუთების ფორმირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს უმაღლესი განათლება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "Smotors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |