jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

"ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის" აცხადებს ვაკანსიას იმერეთის დღის ცენტრების ფსიქოლოგი თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: კვირაში ერთი დღე იმერეთის ყველა ცენტრში (ქუთაისი, სამტრედია, თერჯოლა, ბაღდათი)
სამუშაო საათები: 10:00-16:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 16 თებერვალი

"ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის" მისიაა ბავშვთა და ზრდასრულთა თანაბარი შესაძლებლობების და უფლებების რეალიზაციისთვის, მხარი დაუჭიროს მათ სოციალურ და ეკონომიკურ ინკლუზიას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისების განვითარებას.

მიმდინარე ეტაპზე ორგანიზაცია ადმინისტრირებას უწევს დღის ცენტრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქუთაისში, სამტრედიაში, თერჯოლაში, ბაღდათში და საგურამოში.

დღის ცენტრები ემსახურება 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ცენტრის მიზანს, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

ფსიქოლოგი პასუხისმგებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფსიქოსარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებაზე, აღსაზრდელის პიროვნულად ჩამოყალიბების და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაზე. იკვლევს აღსაზრდელის სოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მიზეზებს და ატარებს შესაბამის საკორექციო მუშაობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

"ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის" ფსიქოლოგის შერჩევისას უპირატესობას მიანიჭებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ბენეფიციართა აკადემიური, ფუნქციური და სოციალური უნარების შეფასება პედაგოგთან ერთად;
** მულტიდისციპლინური გუნდის წევრის სტატუსით ინდივიდუალური გეგმების შედგენაში მონაწილეობა;
** ქცევითი სირთულეების შემთხვევაში (ინტერვიუირება, დაკვირვება, ანალიზი, სტრატეგიის დაგეგმარება, ქცევის მართვის მოდელირება, ტექნიკების სწავლება და კონსულტირება პედაგოგებისათვის) ბენეფიციარის შეფასების უზრუნველყოფა;
** ქცევის მართვის ჯგუფური და ინდივიდუალურ პროგრამების შედგენა და განხორციელება;
** ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის შესრულების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და სპეციალისტების შესაბამისი კონსულტაციით უზრუნველყოფა;
** ბავშვების და მშობლების ინტერესებიდან და ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე კონსულტაციების და ფსიქოლოგიურ თემატიკაზე ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება;
** ორგანიზაციისა და პროგრამის შინაგანაწესით და შიდა რეგულაციებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოება;
** ყოველთვიური შინაარსობრივი ანგარიშის მომზადება-წარდგენა მენეჯერთან დადგენილი ფორმისა და ვადების შესაბამისად.

სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის სპეციალობით;
** შშმ ბავშვებთან და პირებთან მუშაობის გამოცდილება;
** კარგი კომუნიკაციის უნარი, კონფლიქტების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
** ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა;
** აუცილებელი, ფლობდეს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია), სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, მინიმუმ 2 პირის რეკომენდაცია (სასურველია დამქირავებლის მიერ გაცემული) ელფოსტაზე: contact.head.ge@gmail.com "თემაში" მიუთითეთ ფსიქოლოგის ვაკანსია.

საკონტაქტო პირი: სოფიო კუპატაძე
საკონტაქტო ტელ: 0431 251333;

საბუთების მიღება წარმოებს 2025 წლის 29 იანვრიდან 2025 წლის 16 თებერვლის ჩათვლით 24:00 საათამდე.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭებათ კანდიდატის სტატუსი.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |