"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" აცხადებს ვაკანსიას სპა მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ. 11:00-დან 19:00-მდე
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 800 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** სპა ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების მენეჯმენტი;
** მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია;
** სპა სერვისის სტანდარტების შემუშავება და შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** სპა ცენტრისთვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის მარაგების შედგენა-კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში განაცხადის დროული შედგენა;
** სპა ცენტრის მოწყობილობა-დანადგარების მუდმივი მონიტორინგი და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ტურისტული კომპანიების მოძიება/დაკავშირება/შეხვედრა;
** საჭიროების შემთხვევაში შემოსულ ზარებზე პასუხი;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის პროცედურაზე ჩაწერა;
** სპა ცენტრის თანამშრომლების მართვა და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავსი მოვალეობების შესრულების 6 თვიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** პუნქტუალურობა,
** ორგანიზებულობა,
** დეტალებზე ორიენტირებულობა,
** კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის უნარი,
** ანალიტიკური აზროვნება,
** მომსახურების უნარები;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.