სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და
კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
** კვებას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
ფუნქცია-მოვალეობები:
** საერთაშორისო პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** საერთაშორისო პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა;
** საერთაშორისო ბაზრების კვლევა და ანალიზი, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** პროექტის ბიუჯეტის შედგენა და კონტროლი; რისკების იდენტიფიცირება და მართვა;
** პროექტის განრიგის შედგენა და შესრულების კონტროლი;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/პროექტების მართვის ან მსგავს სფეროში;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო პროექტების მართვის მიმართულებით;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ინიციატივიანობა და პროაქტიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
წარმატებებს გისურვებთ!