jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოფის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიოპლანტი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

კომპანია "ბიოპლანტი" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ ვართ მუდმივად განვითარებადი კომპანია საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში, აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის სერვისი და ეფექტური თანამშრომლობა პარტნიორებთან, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე.

პოზიცია: ოფის მენეჯერი

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ხელფასი გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
** მეგობრული კოლექტივი და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

ვალდებულებები:

** მიმდინარე სავაჭრო ოპერაციების მხარდაჭერა და კოორდინაცია
** საქმიანი მიმოწერის და სატელეფონო მოლაპარაკებების წარმოება
** პარტნიორებთან მუდმივი ურთიერთობა
** დაგეგმილი საერთაშორისო შეხვედრებისა და მივლინებების მომზადება
** დოკუმენტაციის კონტროლი/მართვა
** მონაცემთა ბაზების მართვა
** სოციალური ქსელის მართვა

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგად ფლობა
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office, ელექტრონული ფოსტა და სხვა საოფისე პროგრამები) საბაზისო ცოდნა
** კარგი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება
** მიზანდასახულობა და პროფესიული ზრდისაკენ სწრაფვა
** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** ორგანიზებულობა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

თუ თქვენ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და მზად ხართ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე და ელექტრონულ ფოსტაზე info@bioplant.ge სათაურით "ვაკანსია - ოფის მენეჯერი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |