შპს "ბიომო" აცხადებს ვაკანსიას აგრონომის თანამდებობაზე.
https://www.facebook.com/profile.php?id=61562737534830
აცხადებს ვაკანსიას აგრონომის პოზიციაზე მოცვის ბაღში.
სამუშაო ამოცანები:
** აგრო ოპერაციების დაგეგმარება, მონიტორინგი და აღრიცხვა .
** საკვანძო ღონისძიებების (დარგვა, მოსავლის აღება, წამლობა და ა.შ) დაგეგმა/შესრულების უზრუნველყოფა
** აგრო ღონისძიებებისთვის საჭირო საქონლის მომწოდებლების მოძიება და მათთან კომუნიკაცია (სასუქები, პესტიციდები და ა.შ)
** პროექტის განვითარებისათვის საჭირო ადგილობრივი და საერთაშორისო პროგრამების (თანადაფინანსების პროგრამები, ტრენინგები, აგროფორუმები, გამოფენები და ა.შ) მოძიება, კომუნიკაცია და მონაწილეობის მიღება.
** სერტიფიცირების პროცესის წარმართვა, მათში არსებულ მონაწილეებთან ურთიერთობა და რეკომენდაციების დანერგვა მეურნეობაში.
** საერთაშორისო ექსპერტებთან კომუნიკაცია და მათთან თანამშრომლობა ბაღში არსებული კულტურის წარმატებული ზრდა-განვითარებისათვის.
** კომპანიაში არსებულ თანამშრომლებთან, დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან მჭიდრო კომუნიკაცია, დამატებითი ადამიანური რესურსის (აგრო მიმართულებით) მოძიების პროცესებში ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სოფლის მეურნეობის დარგში.
** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება აგროსაქმიანობაში.
** პესტციდებისა და სასუქების ცოდნა;
** საკანონმდებლო რეგულაციების ცოდნა
** პროექტის ტექნიკურ ეკონომიკური მაჩვენებლების მომზადების უნარი და გამოცდილება;
** ენების ცოდნა, პრეზენტაციების მომზადების და წარდგენის უნარი.
ჩვენ ვეძებთ პუნქტუალურ, პასუხისმგებლიდან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ გუნდის წევრს, რომელსაც დავახვედრებთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდს და საინტერესო გამოწვევებს.
ვპირდებით კონკურენტულ ანაზღაურებას, პროფესიულ და კარიერულ ზრდას.
სამუშაო განაკვეთი სრული: სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით სამუშაო და დასვენების დღეების ეფექტური გრაფიკი
სამუშაო ადგილი: სამეგრელო
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: ir@iberry.ge და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპანია ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.