jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვების კოორდინატორი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

კომპანია SMOTORS -"ეს მოტორსი"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

პოზიციის დასახელება: შესყიდვების კოორდინატორი
მდებარეობა: თბილისი, მ. გახოკიძის 4.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ:

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"ეს მოტორსი" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** შესყიდვის მოთხოვნის ინიციატორთან კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად;
** ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი საქონლის მისაღები ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
** მომწოდებლებთან შეხვედრებზე დასწრება, პირობებზე მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ადგილობრივი მომწოდებლებისგან საქონლის დროული მოწოდების ორგანიზება;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მომსახურების შესყიდვის ორგანიზება;
** ანალიტიკის წარმოება საჭიროებიდან გამომდინარე;
** შესყიდვების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების, საბუღალტრო და სამართლებრივი აქტების) წარმოება/ინსპექტირება
** საქონლის ნაშთების კონტროლი და შეკვეთების დაგეგმვა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად; ისევე როგორც საწყობებში შეტანილი საქონლის რაოდენობის კონტროლი;
** ადგილობრივი შესყიდვების პროგრამულად (FINA) ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა Fina-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: сv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "SMOTORS"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |