jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოპერაციების გუნდის მენეჯერი
მომწოდებელი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია / ICCA" სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა სამშენებლო კომპანიებმა 2015 წელს დააარსეს. ასოციაციის მისიაა, დაიცვას წევრი კომპანიების ინტერესები, ხელი შეუწყოს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების, სტანდარტების დანერგვას, ბაზრის გაჯანსაღებასა და სექტორის გრძელვადიან განვითარებას.

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" აცხადებს ოპერაციების გუნდის მენეჯერის ვაკანსიას.

ოპერაციების გუნდის მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

** ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი პროექტების მართვა;
** ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა და მართვა, დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** დონორთა მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი და რეპორტინგი, მათ შორის ფინანსური;
** ოფისის ადმინისტრაციული/ტექნიკური გამართულობის მხარდაჭერა;
** ადმინისტრაციული მენეჯერის მხარდაჭერით, ღონისძიებებისა და ტრენინგების ორგანიზება;
** ადმინისტრაციული მენეჯერის მიერ წარმოებული დოკუმენტბრუნვის კონტროლი;
** კონტრაჰენტებთან მოლაპარაკების წარმოება;
** შესყიდვის წესის შესაბამისად, შესყიდვის პროცედურების კონტროლი.

ოპერაციების გუნდის მენეჯერისთვის სავალდებულოა:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამა Excel-ის კარგად ცოდნა.

ოპერაციების გუნდის მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:

** გამოწვევების იდენტიფიცირების, მათი მიზეზების ანალიზისა და სწრაფად გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გამართულად წერისა და მეტყველების კულტურა, როგორც ქართულ, ასევე, ინგლისურ ენაზე.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 13 თებერვალი, 2025

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |