jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უნივერსალური დამხმარეების ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - უნივერსალური დამხმარეების ჯგუფის ხელმძღვანელი (ბრიგადირი)!

"Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების წარმოების, მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge

იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი; ბონუსი 1000-2000 ლარი
** სამუშაო განაკვეთი: სრული; 09:00-18:00 (1 სთ შესვენება)
** სამუშაო ლოკაცია: ლილო, დავით კობახიძის 15
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

სამუშაოს აღწერა:

** უნივერსალური დამხმარეების ზედამხედველობა, შესასრულებელი სამუშაოების გადანაწილება და ხარისხის მონიტორინგი;
** წარმოების ხელმძღვანელთან ერთად გეგმების გაწერა და შესრულების უზრუნველყოფის მონიტორინგი;
** საწარმოში ადმინისტრაციულ პროცესებში ჩართულობა (HR ის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაციის შენახვის უზრუნველყოფა)
** სახელოსნოში და ობიექტებში ფურცლოვანი პლასტმასისგან დამზადებული კონტეინერების და პროდუქტების წარმოების პროცესში ჩართულობა და პროცესის მონიტორინგი;
** მონაწილეობა ახალი ტიპის პროდუქციის შექმნაში;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** მნიშვნელოვანია რუსული და ქართული ენების გამართულად ცოდნა
** სასურველია გამოცდილება მსგავს ან მომიჯნავე სფეროებში

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/Brigadier/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |