jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 46 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე შემდეგ მისამართზე: მოსკოვის გამზირი, ისანი

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: 08:00-15:30 და 09:00-17:00 (გრაფიკი დამოკიდებულია ფილიალზე)
დასვენების დღე: კვირა
ანაზღაურება: 1100 ₾ + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების განთავსება.
** ზრუნვა პროდუქციის მერჩენდაიზინგის წესის დაცვით განთავსებაზე
** პროდუქციის გეგმიური აღწერების განთავსება
** თანამშრომელთა მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია გამოცდილება ანალოგიურ სფეროში

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწაფი აზროვნების უნარი.
** დაკვირვების უნარი.
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** კომუნიკაბელურობა.
** გუნდში მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/

ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 22 66 40

ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |