კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და დღეისათვის წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალი დასახელების გაყინულ ხორც-პროდუქტსა და საკვებ ცხიმს. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საწარმოებიდან.
კომპანიის სათაო ოფისი და მთავარი ლოგისტიკური ცენტრი მდებარეობს თბილისში, ხოლო დასავლეთში არსებული ფილიალების დახმარებით "ვესტ ინვესტის" სადისტრიბუციო ქსელი ფარავს მთელ საქართველოს.
კომპანიისათვის უმნიშვნელოვანესია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, სიახლეებისადმი სწრაფვა და პროცესების თანამედროვე მართვის სტილი, რომელიც დღითიდღე ვითარდება.
"ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მონაცემთა ბაზების შეგროვება და დამუშავება, რეპორტინგი;
** გაყიდვების ანალიზი სხვადასხვა ჭრილში, დაგეგმარება და შემდგომი მონიტორინგი;
** გაყიდვების მარშრუტების ანალიზი, ეფექტური განაწილება და მონიტორინგი;
** დეპარტამენტის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა რეპორტების მომზადება ანალიტიკური კუთხით;
** ძირითად ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების, სტატისტიკის, მათემატიკის ან მსგავსი მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Microsoft Office Excel)
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე;
** სასურველია SQL-ის საბაზისო ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოტივირებული და მიზანდასახული;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო ინიციატივების განხორციელების უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო განაკვეთი: სრული 9:30-18:00 სთ (კვირაში 5 დღე)
** ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 1500 ლ -კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ანალიტიკოსი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!