კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას მოლარეს თანამდებობაზე.
კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთან ნაღდი ან/და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** საცალო საქონლისა და მომსახურების რეალიზაციების გატარება;
** სასაქონლო ზედნადების გატარება და ატვირთვა;
** საქვეანგარიშოდ გაცემული და მიღებული თანხების აღრიცხვა და შესაბამისი ორდერების გაკეთება;
** სამუშაო დღის დახურვა პროგრამულად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირება.
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** თიმბილდინგი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია ელთიბი-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ელთიბი - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!