jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოჯახის ექიმი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე.

"Euroins Insurance Group" 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 13 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, მაკედონია, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, ჩეხეთი და საქართველო.

"ევროინსი" ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. "ევროინსში" დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.

"ევროინსი" დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ცამეტ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი
** სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის მიღება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება, საჭიროების შემთხვევაში გამოკვლევის გეგმის შემუშავება;
** პაციენტის მართვის ტაქტიკის განსაზღვრა დადგენილი გაიდლაინების და პროტოკოლების გათვალისწინებით;
** პაციენტისათვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
** პაციენტის ინფორმირება დიაგნოზთან და საჭირო პროცედურებთან დაკავშირებით;
** სამედიცინო-დიაგნოსტიკური პროცედურების სწორად წარმართვის კონტროლი;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტებისათვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** საოჯახო მედიცინის სახელმწიფო სერტიფიკატი;
** პედიატრის სახელმწიფო სერტიფიკატი;
** ოჯახის ექიმის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (2-5წელი);
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 05 მარტამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@euroins.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ოჯახის ექიმი.

სადაზღვევო კომპანია "ევროინსში"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ევროინსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |