jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეცეფციის თანამშრომელი
მომწოდებელი: ვაკის საცურაო აუზი
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

ვაკის საცურაო აუზი 2004 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოში ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი საცურაო აუზია, ორი სატრენაჟორო დარბაზით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.

ვაკის საცურაო აუზი აცხადებს რეცეფციის თანამშრომლის ვაკანსიას

ვაკანსიის დასახელება: რეცეფციის თანამშრომელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ბ
სამუშაო გრაფიკი: მოხერხებული სამუშაო ცვლები, კვირაში 2 დასვენების დღე (აუზის სამუშაო საათები 7:00 - 23:00; შაბათ-კვირას 9:00-21:00)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისათვის აუზის მომსახურებებისა და პირობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის ბაზაში დარეგისტრირება და შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (განიხილებიან მიმდინარე სტუდენტებიც)
** სასურველია გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფად ადაპტაციისა და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** სიახლეებისადმი ღია და განვითარებაზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ვაკის საცურაო აუზზე არსებულ აქტივობებით სარგებლობა
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@vsp.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "რეცეფციის თანამშრომელი"

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ შპს "ავტოგრაფში" ("ვაკის საცურაო აუზი") გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ავტოგრაფმა" ("ვაკის საცურაო აუზი) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე დაარეზერვოს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის, იმ შემთხვევაში თუ სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული მოცემულ ვაკანსიაზე.

"ავტოგრაფი" ("ვაკის საცურაო აუზი) შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |