jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დისტრიბუტორის დამხმარე
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: დისტრიბუტორის დამხმარე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 05.03.2025
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საწყობიდან მანქანის დატვირთვის პროცესზე დასწრება/მითვლის მეთვალყურეობა;
** დისტრიბუციის მანქანიდან პროდუქციის ჩამოცლა და სავაჭრო ობიექტში შეტანა;
** პროდუქციის სავაჭრო ობიექტში დაცლა-შეტანის პროცესში ბორტზე არსებული პროდუქციის მეთვალყურეობა;

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება.
** მართვის მოწმობა B, C კატეგორია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |