"თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სკოლის დაწყებითი საფეხურის პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, შუამთის ქუჩა №21.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე (ორშაბათი-პარასკევი).
ძირითადი სამუშაო მოვალეობები:
** ზრუნავს სკოლის დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაში თანამედროვე საუკეთესო მიღწევების დანერგვაზე;
** კოორდინაციას უწევს სკოლის დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელების და შეფასების პროცესს;
** ფასილიტაციას უწევს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების საერთო შეხვედრებს, ხელს უწყობს გუნდში თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებას;
** ხელს უწყობს სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ეფექტურ ფუნქციონირებას და მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას;
** ესწრება საგაკვეთილო პროცესს, სკოლის ფსიქოლოგთან ერთად სწავლობს სასწავლო გარემოს, თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს, ინტერესებს და აძლევს უკუკავშირს შესაბამისი კლასის დამრიგებელს/მასწავლებლებს;
** მონაწილეობს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების განრიგის, ასევე, სასკოლო ცხრილის შედგენის პროცესში;
** ზედამხედველობას უწევს მოსწავლეთა პირადი საქმეების სათანადოდ წარმოებას, საჭიროების შემთხვევაში, კლასის დამრიგებლებს აძლევს საჭირო მითითებებს;
** ჩართულია დაწყებითი საფეხურის პროგრამის მასწავლებლების აყვანის და სამუშაო გარემოში ადაპტაციის პროცესში;
** ჩართულია სკოლის მოსწავლეების მიღების და სასწავლო პროცესსა და სასკოლო გარემოში ადაპტაციის პროცესში;
** მონაწილეობს მოსწავლის მშობლებთან დაგეგმილ ინდივიდუალურ/საერთო შეხვედრებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ზოგადი განათლების სფეროში (სკოლაში) მუშაობის გამოცდილება;
** სკოლის დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტების ცოდნა და შესაბამისი მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება (სკოლის/სკოლის დაწყებითი პროგრამის შემუშავების/განხორციელების/ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით);
** ინგლისური ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
** პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - ბინადრობის მოწმობის ასლი);
** რეზიუმე;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** შესაბამისი მიმართულებით სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სკოლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gast.edu.ge, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სკოლის დაწყებითი საფეხურის პროგრამის ხელმძღვანელი).
გისურვებთ წარმატებას!