jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - იურისტის ასისტენტი
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფეროა საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა და IT მხარდაჭერა. კომპანიის პორტფელში შედის ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა: "შარმ ტრეიდინგი", "სუფთა სახლი", "GDCC", "შაბა", "A Logistics Company", "VitrA" და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.aacc.ge/

"AACC პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანია" "შარმ ტრეიდინგისთის" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტის ასისტენტის პოზიციაზე!

მის: ქსნის ქუჩა #36, შარმ ტრეიდინგის სათაო ოფისი

რას გთავაზობთ?

** მრავალფეროვან პრაქტიკას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების რეალურ ინსტრუმენტებს;
** კომფორტულ და სასიამოვნო სამუშაო სივრცეს/გარემოს;
** კეთილგანწყობილ და მხარდამჭერ გუნდს;
** სტაჟირებისას მოქნილ სამუშაო განრიგს;
** დასაქმების რეალურ შესაძლებლობას;

მოლოდინები, მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იურიდიული მიმართულებით;
** ადმინისტრაციულ/სამოქალაქო სამართალში პრაქტიკის/სტაჟირების/სამუშაო გამოცდილების ქონა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად,
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა აუცილებელი,
** აუცილებელია ინგლისური ენის კარგ დონეზე ცოდნა,
** დაგეგმვის უნარი - შესასრულებელი ამოცანების განსაზღვრა და დროში სწორად გადანაწილება,
** აუცილებელია ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

ფუნქციები-მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტების მომზადება;
** სასამართლო და საარბიტრაჟო პრაქტიკის მომზადების პროცესში ჩართულობა და იურისტის ასისტირება;
** სხვადასხვა სამართლებრივ პროცესებში ჩართულობა უშუალო ხელმძღვანელის მიერ დელეგირებული ფუნქციების საფუძველზე.

მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:

** კომუნიკაბელურობა
** პრეზენტაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "იურისტის ასისტენტი/სტაჟირება".

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |