ვეძებთ რუსულენოვან თარჯიმანს მუდმივი თანამშრომლობისთვის. თუ ფლობთ ქართულ და რუსულ ენებს და გსურთ სტაბილურ კომპანიაში მუშაობა, უნარების დახვეწა და კომპეტენციის ამაღლება, გახდით "Biomarket" გუნდის წევრი!
პირობები:
** სამუშაო კვირა: კვირაში 5 დღე (შეთანხმებით).
** სამუშაო საათები: 10:00-17:00
** ანაზღაურება: საათში 6 ლარი (შესაძლებელია მომატება გამოცდილებისა და სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით).
** სტაბილურ კომპანიაში კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
** მეგობრული ატმოსფერო და მხარდაჭერა კოლეგებისგან.
მოთხოვნები:
** ქართული და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (განსაკუთრებით სალაპარაკო, ვერბალური უნარები).
** სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის.
** პასუხისმგებლიანობა, პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა.
მოვალეობები:
** ზეპირი თარგმანი ქართულიდან რუსულ ენაზე და პირიქით.
** ონლაინ შეხვედრებსა და კონფერენციებში მონაწილეობა.
განაცხადის დატოვება: გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ჩვენს ელ-ფოსტაზე: recrutergeorgia@gmail.com, subject-ის გრაფაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
ველოდებით თქვენს გამოხმაურებას!